Monday, March 29, 2010

პროექტი

პროექტი-საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები.
პროექტის მოკლე აღწერა: სტატისტიკური მონაცემებისის საფუძველზე, მოსახლეობაში ეკოლოგიური პრობლემების საჯარო და თვალსაჩინო წარმოდგენა.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შექმიან ჯგუფებს და თითოეული ჯგუფი ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს ეკოლოგიური პრობლემებიდან ერთ-ერთის შესახებ:
ა) ბუნებრივი რესურსების დაცვა.(კერძოდ,ხე-ტყის გაუმართლებელი ოდენობით ჭრა)
ბ) საქართველოს" წითელ წიგნში" შეტანილ იშვიათ და განადგურების პირას მისულ ცხოველთა და მცენარეთა ოდენობის ცვლილების ტენდეცია.
გ) ინფორმაცია მტაცებელ ცხოველთა სარგებლიანობის შესახებ.
თითოეული ჯგუფი ისაუბრებს პრობლემის სტატისტიკური გამოკვლევის მნიშვნელობაზე და ისტ-ის გამოყენებით სხვადასხვა სახის დიაგრამით, თვალსაჩინოდ წარმოადგენს მოპოვებულ ინფორმაციას.
ჯგუფები თემის შესაბამისად პროექტორის გამოყენებით აუდიტორიას აჩვენებს:
ა) ეკოლოგიური პრობლემებიდან მომდინარე შედეგებს.
ბ)" წითელ წიგნში"შესულ მცენარეთა და ცხოველთა სურათებს.
გ) მტაცებელ ცხოველთა რაოდენობის ცვლილების ტენდეციებს.
აუცილებელი წინა ცოდნა:სტატისტიკური მონაცემის წარმოდგენის ხერხი.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი।
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში:პროექტის გეგმის შემუშავება,მოძიებული შედეგების შეჯერება, შეფასება,ინფორმაციის გაცვლა, ჰისტოგრამის,წრიული დიაგრამის შექმნა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
სტენდი:"ეკოლოგიური პრობლემები და მათი შედეგები."
ბუკლეტი:"გაუფრთხილდეთ ბუნებას."
სარგებელი სხვებისათვის:მონაწილეობის მიღება ქალაქის გამწვანებაში.
სამუშაო ენა:ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა,გეოგრაფია, ისტ.
მათემატიკაIX.11 აწესრიგებს და წარმოადგენს მონაცემებს, დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
აჯგუფებს რაოდენობრივ მონაცემებს ინტერვალთა კლასებში და აგებს შესაბამის ცხრილს,
ჰისტოგრამას(ტექნოლოგიების გამოყენებით).
ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით.
მათემატიკა IX 13. აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს
იყენებს გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს,სტატისტიკური შინაარსის მოსაზრებათა არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად ან შესაფასებლად.
მოსწავლეთა შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
მოიძიებს ინფორმაციას.
ახდენს მონაცემების ორგანიზებას და მათ წარმოდგენას.
ასაბუთებს პრობლემის აქტუალურობას და მნიშვნელობას,აუდიტორიისთვის გასაგები ფორმით.
ჯგუფში აქტიურობა.
ეფექტურად იყენებს ისტ-ს და ბიბლიოთეკას.
რესურსები:ინტერნეტი,პროექტორი, საქართველოს წითელი წიგნი.

პროექტის შედეგები გამოქვეყნებული იქნება ვებ. გვერდზე